რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 17 წლის, მზეზე ყოფნის დროს მთლიან სხეულზე მაყრის რაღაც ბუშტუკებს და რისი ბრალი უნდა იყოს ან როგორ ვიმკურნალო
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე უნდა იყოს ფოტოდერმატიტი (ალერგია მზეზე). მკურნალობა აუცილებელია, ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალება, დეტოქსიკაციური მკურნალობა (გადასხმებიც კი) მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება სტეროიდების დანიშვნა. ადგილობრივად ინიშნება საფენები, სანჯღრები, ზოგჯერ სტეროიდული მალამოები, მზეზე გასვლის წინ აუცილებელია მზისგან დამცავი კერმი სპფ 30-40. გარდა ამისა, უნდა დაიცვათ ჰიპოალერგიული დიეტა, გამოიკვლიოთ სისხლის საერთო ანალიზი, ანალიზი Ig E -ზე.
ალერგია მომცა შავ ზღვაზე ყოფნისას,დამაყარა ხელის და ფეხის მტევნებზე წვრილი წიტელი გამონაყარი,თან ახლავს ქავილი და შეშუპეპბაც,როგორ გავიგო რისი ალერგიაა წყლის თუ მზის?რა ზომებს მივმართო?გმადლობთ