რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მოგესალმებით ვარ 23 წლის გოგო. ზაფხულში ხელის გულებზე და თითებს შუა მიჩნდება ერთეულად ან ჯგუფურად განლაგებული, წვრილი წყლიანი ბუშტუკები, მტკივნეული არაა, არც რაიმე სუბიექტურ შეგრძნებებს იწვევს, არც მექავება, დაკვირვების გარეშე შეუმჩნეველია. იქნებ მიპასუხოთ, რა არის ეს და როგორ შეიძლება ვუმკურნალო? საშიში ხომ არაა? გმადლობთ ყურადღებისათვის
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ადგილი უნდა ქონდეს დისჰიდროზულ ეგზემას, რომელიც საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის შედეგია, (დისჰიდროზული ეგზემა 2 თვემდე მწვავეა, თუ მეტხანს გაგრძელდა, ქრონიკულ ფორმაში გადადის). უნდა დაგდინდეს საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეციისი მიზეზი (ფარისებრი ჯირკვლები, ვეგეტონევროზი, ფილტების პათოლოგია და ა.შ.). მკურნალობის მიზნით უნდა დაინიშნოთ ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები და პლივიტამინი. კანის მოსაშრობად კარგია მუხის ქერქის აბაზანები, ბუშტულები უნდა დამუშავდეს თეთრი კასტელანთი, მოშრობის შემდეგ ინიშნება სტეროიდული მალამო (მაგალითად, დერმოვეიტის, დერმაზოლონი ან ეტაციდის მალამო 2 კვირა, 2-ჯერ), აუცილებელია ჰიპოალერგიული დიეტა (იზღუდება ცხარე და მჟავე და ნებისმიერი გამღიზიანებელი პროდუქტი).