დარიჩინის მიგება თუ შეიდზლება მუდმივად და როგორ მი... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
17-09-2017

-დარიჩინის მიგება თუ შეიდზლება მუდმივად და როგორ მივიგო დიაბეტის დროს?

პასუხი
- დიახ, შეგიძლიათ. დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს. აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს - ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად "მუშაობს". ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვება-გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 3-5 გრამი დარიჩინი ოცი და მეტი პროცენტით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. Gგარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს სანელებელი ცხიმებისა და "ცუდი ქოლესტერინის" დონესაც აქვეითებს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება - აჩერებს მიკროორგანიზმთა ზრდას.
შაქრის დამწევ სხვა საშუალებებზე ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე >>>
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად