- ვარ 25 წლის გოგონა, 5-6 წელია ზურგზე მა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-06-2010

- ვარ 25 წლის გოგონა, 5-6 წელია ზურგზე მაქვს გამონაყარი, კოსმეტოლოგის თქმით ეს არის სტაფილოს კოკი. 1 წელია ვმკურნალობ კოსმეტოლოგთან თუმცა შედეგი არ მაქვს. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამის განკურნება? რას მირჩევთ, ვის მივმართო? წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი

პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.

- პირველ რიგში კოსმეტოლოგმა უნდა გაგიწმინდოთ ზურგი, შემდეგ საჭირო იქნება გამწმენდი ხსნარების (ზინერიტი, ლევომიცეტინი, კასტელანი) გამოყენება, ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში 2-ჯერ დღეში გამოიყენეთ გრანექსის კომპლექტი (სველი ხელსახოცი და აეროზოლი)_ ხელსახოცით გაიწმინდეთ, სპრეი შეისხით კანზე. ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში. დასალევად გირჩევთ ანტიოქსიკაფსს თუთიით, 2-ჯერ დღეში (ერთ კოლოფი). გარდა ამისა, შეზღუდეთ ნახშირწყლებისა და ცხიმების მიღება, არ მოწიოთ და ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, გაიძლიერეთ იმუნიტეტი, გამოიკვლიეთ ყელის მდგომარეობა (ხომ არ არის ორგანიზმში ჩირქოვანი კერა) და ზურგზე მიიღეთ მზის აბაზანები (რასაკვირველია ზომიერად).
კომენტარები
27 აპრილი 2014 21:31
მე სახეზე მაქ კასტელანს ვხმარობ და არც ისე კარგად მოქმედებს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად