რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი მადლობა, რომ გვისმენთ და ცდილობთ დაგვეხმაროთ. თუ შეიძლება, ახლაც მირჩიეთ რამე: ვარ 35 წლის. ბოლო თვენახევარია ლოყებზე (უფრო დაბლა, ყბების მხარეს) გამიჩნდა წითელი და კვანძოვანი რამდენიმე მუწუკი. კანს მაქსიმალურად ვისუფთავებ ყოველთვის. ამათ რა მოვუხერხო ახლა არ ვიცი. შიგნით სიღრმეში შეიმჩნევა მცირე მოთეთრო ექსუდატი. ზოგს კი ვატყობ, რომ შავ წერტილად ყალიბდება. ხელის ხლება და გამორწყვა არ მინდა, ვაითუ გამიმიზეზდეს. მაქვს წვის და ქავილის მსუბუქი შეგრძნება. მწეველი არ ვარ. ახლა კვებასაც ვზღუდავ. გთხოვთ, მირჩიეთ, სახლის პირობებში როგორ ვუშველო კანს. ძალიან ვნერვიულობ. ასეთი გ ამონაყარი ადრე არ მქონია. უღრმესი მადლობა თქვენი არაერთგზისი ყურადღებისთვის.
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- აუცილებლად შეიმოწმეთ კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის ფუნქციონირება, ასევე გამოიკვლიეთ ყელი (უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერა, ამისათვის დაგჭირდებათ ყელიდან და ხახიდან ნაცხის ანალიზის გაკეთება). აუცილებლად მოიწესრიგეთ კვების და ძილის რეჟიმი, მიმართეთ დერმატო- კოსმეტოლოგს კანის გასაწმენდად (რადგან თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე თქვენ გაქვთ კომედონალური აკნე, ე.ი. სადინარები დახშულია და კანს ჭირდება გაწმენდა), ამის შემდეგ დაგჭირდებათ ამქერცლავი საშუალებები და ბოლოს ანთების დაწყნარება და კანის დატენიანება.