თქვენს საიტზე წავიკითხე, რომ ცხვირიდან შავი წერტი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-06-2010

- თქვენს საიტზე წავიკითხე, რომ ცხვირიდან შავი წერტილების მოსაშორებლად მარილი კარგია. მაინტერესებს, მთელი სახე რომ გავიწმინდო მსგავსი მეთოდით რაიმე ზიანს ხომ არ მომაყენებს? მაქვს კომბინირებული კანი და ვარ 23 წლის. შეიძლება, თუ არა, სახლში დავამზადო რაიმე სკრაბი, რომლითაც შევძლებ კომბინირებული კანის გაწმენდას?

პასუხი
- მთელი სახე არ გაიწმინდოთ ამ საშუალებით.  
დღეს სკრაბების ძალიან დიდი არჩევანია ბაზარზე, მთავარია შეარჩიოთ თქვენი სახის კანის ტიპიდან გამოდინარე (მშრალი, ცხიმიანი). არჩევანი თქვენ უნდა გააკეთთ ფასიდან გამოდინარე. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სკრაბის რადენიმე რეცეპტი:
სკრაბი არის კანის ღრმად გასაწმენდი კოსმეტიკური საშუალება (პილინგი). იგი შედგება ძირითადი ნაწილისგან (ჩვეულებრივ ეს არის კრემი, გელი, კოსმეტიკური თიხა) და აბრაზიული (სახეხი მასაა) ნაწილაკებისგან (ნატურალური ან სინთეტიკური).
სკრაბის მოქმედება შემდეგში მდგომარეობს: პილინგის პროცესში კანს ზედაპირიდან შორდება ძველი, მკვდარი უჯრედები და ჭუჭყი, კანის სისხლით მომარაგება უმჯობესდება, კანი ხდება გლუვი, ნაზი და მბრწყინავი.
ნორმალური კანის შემთხვევაში საკმარისია სკრაბის კვირაში ერთხელ გამოყენება, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი კვირაში 2-3-ჯერ უნდა იქნას გამოყენებული.
სკრაბის შემდეგ სასურველია მკვებავი ან დამატენიანებელი კრემის წასმა, იგი უკეთ შეიწოვება კანში და შესაბამისად უფრო ეფექტურია.

სკრაბი ცხიმიანი და შერეული კანისთვის -
წასმის ტექნოლოგია: ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით 2-3 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით გაიკეთეთ სახის მასაჟი, ჯერ იმოძრავეთ შუა შუბლიდან საფეთქლებისკენ, შემდეგ ტუჩების კუთხეებიდან საფეთქლებისკენ, შემდეგ ნიკაპის შუა ნაწილიდან ყური ბიბილოებისკენ. შემდეგ სკრაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სკრაბის გამოყენება არ შეიძლება კანზე გამონაყრის არსებობის შემთხვევაში, ეს პრობლემას კიდევ უფრო დაამძიმებს.
>ყავის სკრაბი
შეურიეთ 1:3-ზე მოხალული და დაფქვილი ყავა და იოგურტი ან ნაღები. მიღებული ნარევით გაიკეთეთ სახის კანის მასაჟი 2-5 წუთის განმავლობაში.
>მარილის ან სოდის სკრაბი
აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ გაიკეთეთ სახის კანზე 1-3 წუთიანი მასაჟი მარილში ან სოდაში ამოვლებული სველი ბამბით.
>შვრიის სკრაბი ბრინჯით
თუ კანის პრობლემა გაქვთ, მაშინ აიღეთ 2 სუფრის კოვზი შვრია, თითო-თითო ჩაის კოვზი დაფქვილი ბრინჯი და მცენარეული ზეთი, აურიეთ და დაამატეთ ცოტა თბილი წყალი.
>მარწყვის სკრაბი
აურიეთ: 6 კოვზი მარილი, 4 კოვზი ზეთი და 6 მარწყვი.

სკრაბი მშრალი და მგრძნობიარე სახის კანისთვის -
წასმის ტექნოლოგია იგივეა.
მგრძნობიარე კანის შემთხვევაში არ გამოიყენოთ სკრაბები ნატურალური აბრაზიული ნაწილაკებით (გარგრის კურკები, მარილი, კაკლის ნაჭუჭი), რადგან ამ ნაწილაკებმა შეიძლება გაჩხაპნოს კანი და გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ გამოიყენეთ ხელოვნური აბრაზიული ნაწილაკების შემცველი სკრაბი.
>შვრიის სკრაბი
დაფქვით ყავის საფქვავში შვრიის ფანტელები, გახსენით წყალში ან რძეში (უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ფაფისებური მასა). მიღებული სკრაბით მოახდინეთ სახის მასირება 1-2 წუთის განმავლობაში.
>ზღვის მარილის სკრაბი
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი, დაამატეთ არაჟანი, აურიეთ და ამ მასით გაიკეთეთ სახის მასირება.
და ბოლოს, თვალების ირგვლივ სკრაბის წასმა არ შეიძლება.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად