რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მე 18 წლის ვარ, მე-4 თვეა გათხოვილი ვარ და ორსულად არ დავრჩენილვარ. არანაირი ტკივილები არ მაქვს, არც გამონადენი და თვიურიც წესრიგში მაქვს. ექიმთან ვიზიტს ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. მაინტერესებს, უტროჯესტანს რა შემთხვევაში ნიშნავს ექიმი და თუ შეგიძლიათ, მომაწოდეთ ამ პრეპარატის შესახებ ინფორმაცია. ვიცი, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება არ შეიძლება. ეს წამალი დაორსულებას ხელს როგორ უწყობს? ანუ კონკრეტულად რას შველის?
პასუხი
- უტროჟესტანის ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება არ შეიძლება. ეს ჰორმონული პრეპარატია, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ინიშნება. გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ წყვილი ითვლება უშვილოდ და ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს. თქვენ კი ჯერ მხოლოდ ოთხი თვის გათხოვილი ბრძანდებით, ასე რომ, თუ რაიმე განსაკუთრებული ჩივილები (მენსტრუალური ციკლის მოშლა, ჭარბი ან სუნიანი გამონადენის არსებობა, ტკივილი და ა.შ) არ გაქვთ, მაშინ გინეკოლოგთან ვიზიტი ჯერჯერობით აუცილებლობას არ წარმოადგენს.