რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 22 წლის. 7 თვეა, რაც გავთხოვდი. ვცხოვრობ ჩემი ქმრის მშობლებთან ერთად, რაც დისკომფორტს მიქმნის. დედამთილი ძალიან აქტიურად არის ჩართული მე და ჩემი ქმრის ცხოვრებაში. ჩემი ასაკის გამო ბავშვად მთვლის (თვითონ აქვს ეს ნათქვამი). თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი მის ქცევებს, მაგრამ უკვე აუტანელი გახდა. ოთახში დაკაკუნების გარეშე შემოდის ნებისმიერ დროს, რის გამოც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ. ვუთხარი ჩემს ქმარს, დააკაკუნოს შემოსვლის წინ-მეთქი, მაგრამ არ უთქვამს მისთვის და ისევ ესე გრძელდება ყველაფერი. როცა სახლში არ ვარ, დედამთილიც და მამამთილიც შედიან ჩემს ოთახში, ხშირად აღმომიჩენია გატანილი ნივთები. ვერ ხვდებიან, რომ ოთახი მარტო მათ შვილს არ ეკუთვნის და იქ მეც ვცხოვრობ, ჩემი ნივთები მაქვს. სულ ცდილობს მე და ჩემი ქმრის გვერდზე იყოს, ადრე შემოდიოდა ოთახში და საათობით გვეჯდა ხოლმე. ძალიან მინდა ცალკე გადასვლა, ვხვდები რომ ნერვები ცუდ დღეში მაქვს, თან ორსულად ვარ და ხშირად ვტირივარ უაზრო რაღაცეებზე, ისტერიკა მემართება. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, არ მინდა ქმარს გული ვატკინო, მაგრამ ესე ნამდვილად აღარ შემიძლია. ვერ ვგრძნობ რომ საკუთარი ოჯახი მაქვს, ყველა აფათურებს ჩვენ საქმეებში ხელს... მადლობა წინასწარ.
პასუხი
- მშვიდად დაელაპარაკეთ მეუღლეს ამ საკითხთან დაკავშირებით და თხოვეთ მშობლებთან მან მოაწესრიგოს ურთიერთობა. თქენ მაქსიმალურად შეინარუნეთ სიმშვიდე, ერიდეთ მეუღლის მშობლებთან კონფლიქტს, როგორც ჩანს, მათ უყვარხართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოთახში დაუკითხავად შეუძლიათ შემოჭრა, მაგრამ ეს პრობლემა მეუღლემ უნდა მოაგვაროს მშვიდობიანად.