რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ეს კითხვა ბევრჯერ არის დასმული. მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ. რითი შეიძლება გავიხანგრძლივო ერექცია? წავიკითხე, არის მალამო, რომელიც არბილებს ასოს თავს. შეგიძლიათ, მითხრათ მალამოს სახელწოდება? ან არსებობს რაიმე ტაბლეტები?
პასუხი
- როგორც ჩანს, ნაადრევი ეაკულაციის პრობლემა გაწუხებთ, ჩვენ ამ შეკითხვაზე რამდენიმე ხნის წინ ასე გვიპასუხა უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ალეკო ხელაიამ - "ნაადრევი ეაკულაცია ძალზედ მძიმე დაავადებაა, როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს. რა თქმა უნდა, ამ მცირე პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია მიაღწიო პარტნიორის დაკმაყოფილებას. ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის გამო იკარგება მრავალი თვე და წელი, და ეს ყველაფერი აიხსნება ინფექციებით, პროსტატიტით და ა.შ. შესაბამისად, შედეგი თითქმის არ არის. სინამდვილეში ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად, მკურნალობა გულისხმობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე. გარდა ამისა, ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები (ამ მალამოების შერჩვევა და დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა), რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება. სპეციალური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3 – 13-ჯერ. მკურნალობის ეფექტი ჩნდება 1 – 2 კვირის თავზე, ხოლო შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში".