- ვარ 9 თვის ფეხმძიმე და დაახლოებით 10 თვეა გათხოვილი ვარ, გავთხოვდი რაიონში, მანამდე თბილიში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, გათხოვების შემდეგაც არ დამინებებია სწავლისთვის თავი, მეუღლესთან მომივიდა შელაპარაკება და მიმატოვა იმის გამო, რომ საბუთები გადავიტანო სხვა სასწავლებელში. ამ მოთხოვნის მიზეზად ასახელებს იმას, რომ კვირაში 2 ჯერ გვიწევდა ერთმანეთის ნახვა, რადგან მეუღლე იქ მუშაობს და შაბათ-კვირას ჩამოდიოდა ჩემს სანახავად, და მითხრა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლია, ანუ უნდა ამერჩია, გადამეტანა საბუთები ან არადა, დავშორდებოდით. რა გავაკეთო არ ვიცი, მე სწავლას ვერ ვთმობ, უკვე 2 კვირაა აღარ მეხმიანება, მირჩიეთ რა გავაკეთო? იმისიც მეშინია, რომ უკვე ვინმე სხვა ყავს გაჩენილი, ოჯახი რომ უნდოდეს, ხომ აიტანდა ამ ყველაფერს, სულ რაღაც წელიწადნახევარი დამრჩა უნივერსიტეტის დასამთავრებლად.
- არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ. რასაკვირველია, ყველაზე კარგი იქნება, თუ მშვიდ სიტუაციაში დაელაპარაკებით მეუღლეს და წახვალთ კომპრომისზე. გაითვალისწინეთ, რომ მალე შვილი გეყოლებათ, ბავშვი კი ოჯახურ იდილიაში უნდა გაიზარდოს, მას დედაც სჭირდება და მამაც. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი, სწავლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ წელიწადნახევარი დაგრჩათ, მაგრამ რა ქნას თქვენმა მეუღლემ, მას უნდა თავის ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრება.
თქვენ გვწერთ, რომ თუ ჩემ მეუღლეს ოჯახი უნდოდა, ხომ აიტანდა ამ ყველაფერსო. ჩვენ გეკითხებით _ განა თქვენ არ გინდოდათ ოჯახი? თქვენ რატომ ვერ ასრულებ მეუღლის თხოვნას? რატომ ითხოვთ ქმრისგან იმას, რასაც თავადვე არ აკეთებთ.
ოჯახის დანგრევას არ გირჩევთ, თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ვერ გახდებით ბედნიერი და თანაც ბავშვმა რა დააშავა? დაუკავშირდით მეუღლეს და როგორმე საერთო ენა გამონახეთ. ცოტ-ცოტა დათმობაზე ორივე უნდა წახვიდეთ.