რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ჩემს მეუღლეს სურვილი აქვს ყოველდღე იპარსოს სახე, მსგავსად ნორმალური ადამიანისა, მაგრამ გაიპარსავს თუ არა სახეს (იპარსავს ჯილეტის ფირმის სამმაგი პირებით) უღიზიანდება კანი, უჩნდება ჩაბრუნებები და ძალიან წვალობს. იძულებულია, კვირაში სახე 1-2-ჯერ გაიპარსოს მხოლოდ. იქნებ გვირჩიოთ რამე საშუალება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?
პასუხი
- სავარაუდოდ, თქვენ მეუღლეს ვულგარული სიკოზი აქვს. ეს არის პიოდერმია (იწვევს სატაფილოკოკი), რომლის ტიპიური ლოკალიზაციაა წვერისა და ულვაშის არე. მეუღლეს დასჭირდება იმუნიტეტის გაძლიერება, ამისათვის მიიღოს იმუნალი (20 წვეთი წყალში გახსნილი - 3 ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში), ასევე A და E ვიტამინები, ანტიოქსიკაფსი ცინკით ( დღეში ერთხელ 1 კაფსულა 1 თვის განმავლობაში). გარეგანად, გაიწმინდოს კანი ქაფურის სპირტით, ან ლევომიცეტინის სპირტით ყოველდღე დღეში ერთხელ, შემდგ გამონაყარი დაიტუშოს თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენოს გენტამიცნის ან 10%-ანი სინტომიცინის მალამო 2-ჯერ 10 დღე. გარდა ამისა, უნდა გამორიცხოს ალკოჰოლი, შეიმოწმოს სისხლი შაქრის შემცველობაზე და თუ მოხერხდება, დათესეთ ჩირქი ფლორასა და მგძნობელობაზე. ზემოთ აღნიშნულ მკურნალობას რომ მორჩებით, ეფექტის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მალამო დერმაკომბინი (10 დღე 2-ჯერ) ან პიოლიზინი (10 დღე 2-ჯერ). გარდა ამისა, გირჩევთ, წვერის გაპარსვის შემდეგ წაისვას მეუღლემ კურიოზინი გელი ან ლევომიცეტინის სპირტი.