ვარ 19 წლის, ერთი წელი მყავდა შეყვარებული, რომელს... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

21-06-2010

- ვარ 19 წლის, ერთი წელი მყავდა შეყვარებული, რომელსაც მალევე დავშორდი, დაშორების მიზეზი მე ვიყავი, შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა, თუმცა მას ჩემთან ურთიერთობა აღარ უნდოდა. ყოველთვის იმ ბიჭზე ვფიქრობ, ყოველ დღე და ყველა ბიჭში მის თვისებებს ვეძებ. ახლა "შეყვარებული" მყავს, მაგრამ არ მიყვარს, მხოლოდ იმიტომ ვარ მასთან, რომ სულ თან დამყვება, მინდა, რომ შევეჩვიო. დარწმუნებული ვარ, რომ აღარავინ შემიყვარდება და ვისაც შევეჩვევი, მასთან ვიქნები მთელი ცხოვრება. ვცდილობ, ის დავივიწყო, მაგრამ არაფერი გამომდის, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩემი შეყვარებული, მთავარია, ფიზიკურად ნორმალური იყოს და ის პირობები შემიქმნას, როგორიც სახლში მაქვს. სწორედ ამიტომ ვარ იმ ბიჭთან. იქნებ მირჩიოთ რამე?

პასუხი
- ძალიან გაგიჭირდებათ ისეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება, რომელიც არ გიყვართ, მითუმეტეს, როცა სხვისი სიყვარულით იტანჯებით. ასე თქვენ ბედნიერი ვერ იქნებით და იმ ახალ `შეყვარებულსაც~ დატანჯავთ. თქვენ ბრძანებთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის გაყვებით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ თქვენს გულახდილობაში, მაგრამ რა დააშავა ამ ახალმა თაყვანისმცემელმა, მისთვის ხომ არ არის სულერთი, ვის მოიყვანს ცოლად, მისთვის ხომ არ არის სულერთი, მეუღლეს ეყვარება თუ არა? თქვენ ხომ გული გტკივათ ძველი შეყვარებული რომ არ გიბრუნდებათ, რა დააშავა თქვენმა ახალმა თაყვანისმცემელმა, განა მას გული არ ეტკინება, როცა მიხვდება, რომ არ გიყვართ (და ამას აუცილებლად მიხვდება, რადგან მთელი სიცოცხლე შეყვარებული ცოლის როლს ვერ ითამაშებთ)? ეგებ ჯობდეს, დროებით შეწყვიტოთ ურთიერთობა ახალ თაყვანისმცემელთან, ასე უფრო ადვილად გაერკვევით თქვენს გრძნობებში. ახლა ზაფხულია და ოჯახთან ერთად წადით დასასვენებლად და არ იურთიერთოთ მასთან. იქნებ სულაც ეს ახალი თაყვანისმცემელი გიყვართ და ვერ ხვდებით ამას, რადგან ის სულ თქვენს გვერდითაა? იქნება სულაც აღარ გიყვართ ძველი შეყვარებული და უბრალოდ გული გწყდებათ, რომ ვეღარ დაიბრუნეთ? თქვენ ხომ თქვენი მიზეზით დაშორდით, შეიძლება გეგონათ (ასე ხშირად სჭირთ გოგონებს), რომ მის დაბრუნებას ნებისმიერ დროს შეძლებდით და ეს რომ არ გამოვიდა, თავმოყვარეობა შეგელახათ და მოგცათ უკურექცია ანუ გგონიათ, რომ გიყვართ რადგან ის მიუწვდომელია, ეს ახალი თაყვანისმცემელი კი სულ თქვენთანაა და დარწმუნებული ბრძანდებით, რომ სანამ თქვენი სურვილი იქნება, სულ ერთად იქნებით, მაგრამ არ დაუშვათ კიდევ ერთხელ საბედისწერო შეცდომა. სწორედ ამიტომ გირჩევთ, დროებით დაშორებას და საკუთარ გრძნობებში გარკვევას.
გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და ბედნიერებას! 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად