რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თუმცა ვიცი, ვერ გამოვსწორდები, მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, იქნებ რაიმე მეშველოს და ცოტა ამოვისუნთქო. ფსიქოლოგის საუბარს ხომ ცოტა გამოჰყავს ადამიანი და შვებას გვრის. ვარ 23 წლის, სიყვარულით გავთხოვდი და ძალიან ეჭვიანი გავხდი. მანამდე საერთოდ არ ვყოფილვარ ეჭვიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქმარს მაგრად ვუყვარვარ და მაფასებს, არც უღალატია, მაგრამ მე მაინც ვეჭვიანობ უაზროდ და ამის გამო სულ ჩხუბი გვაქვს. უკვე დავიღალე და რა ვქნა, არ ვიცი.
პასუხი
- ოჯახი სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მეუღლეების ერთად ცხოვრება სატანჯველად გადაიქცევა. ეჭვიანობა სწორედ ნდობის არქონაა და როცა ამ ეჭვიანობით ტანჯავ მეუღლეს, ეს უკვე პატივისცემის არქონაცაა. თავადვე ბრძანებთ, რომ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ მეუღლეს უყვარხართ, გაფასებთ და არ უღალატია თქვენთვის, მაშინ რა გაძლევთ ეჭვიანობის საფუძველს? შეიძლება ძალიან იღლებით საოჯახო საქმეებით, ან ბავშვის მოვლით და ადვილად ღიზიანდებით? ან შეიძლება ახალი ნამშობარევი ბრძანდებით და მშობიარობის შემდგომი დეპრესია გაქვთ? ერთი სიტყვით, თქვენი პრობლემა ჩაღრმავებას საჭიროებს. გაითვალისწინეთ, რომ ეჭვიანობა საკმაოდ ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი. როგორმე თავი ხელში უნდა აიყვანოთ, ენდოთ მეუღლეს და დაიჯეროთ მისი ერთგულება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავსაც ავნებთ და ოჯახში მშვიდ ურთიერთობებსაც საფრთხეს შეუქმნით. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გადამეტებული ეჭვიანობა (ეჭვიანობა, რომელიც გიმონებს) ავადმყოფობაა და მკურნალობას საჭიროებს. ამიტომ თუ თქვენი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ მოერევით ამ გრძნობას, მაშინ მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.