რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- გავიგე, რომ აფთიაქებში იყიდება “რეპეინოე მასლო დლა ვოლოს”, ასე აწერია. ქართულად თალგამის ზეთი ჰქვიაო. თმას ძალიან ზრდის და კვებავსო, რამდენად მართალია? მართლა გამიზრდის თმას? და იქნებ მასწავლოთ მოხმარების წესი?
პასუხი
- თალგამის ზეთის გამოყენება სასურველია და ეფექტური მათთვის, ვისაც მშრალი თმები აქვთ. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს თმების ზრდას, მატებს თმებს ბრწყინვალებას. თალგამის ზეთის გამოყენების წინ დაიბანეთ თავი თბილი წყლით და შეიშრეთ პირსახოცით, შეიზილეთ თალგამის ზეთი თმის ძირებში 15 წუთი (ერიდეთ უხეშ მოძრაობას, ეს დააზიანებს თქვენს თმებს), შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ თმების მთელ სიგრძეზე. დაიფარეთ თავზე შხაპის ქუდი. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თავი, შამპუნი და ბალზამიც გამოიყენეთ. თალგამის ზეთი უნდა გამოიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ.