რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 47 წლის, ფეხების დასივება დამეწყო ინტენსიურად 3 კვირაა, მანამდე მაწუხებდა სახსრების ტკივილი. ექიმის დანიშვნით დავიწყე ბიცილინის კეთება, კიდევ უფრო გამიძლიერდა შეშუპება. გადავიღე ექოსკოპია გულზე და შინაგან ორგანოებზე, ყველაფერი წესრიგშია. რისი ბრალია, როგორ მოვიქცე? (სამსახურის გამო ხშირად მიწევს ფეხზე დგომა).
პასუხი
- ბიცილინი არის პენიცილინის დეპო-პრეპარატი, ის ინიშნება რევმატიზმის პროფილაქტიკის მიზნით. საინტერესოა, რა არის თქვენი ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზი, რის გამო დაინიშნა ბიცილინი? თუ ქვემო კიდურების შეშუპება არ არის დაკავშირებული სახსრების პათოლოგიასთან, მისი მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი, სისხლში ცილის შემცველობის განსაზღვრა. ამ ეტაპზე ჯობს მიმართოთ რევმატოლოგს. შემდგომ ტაქტიკას ის განსაზღვრავს.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი