რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პირველ რიგში გმადლობთ რომ არსებობთ. ძალიან გთხოვთ, რამე მირჩიეთ, 17 წლის ვარ, 2 წლის წინ მქონდა პიელონეფრიტი. მკურნალობის შემდეგ როგორც კი გავცივდებოდი, თირკმლის არეში მქონდა ყრუ ტკივილი, თითქმის შეუმჩნეველი. 2 დღის წინ ისევ გავცივდი და იმის მერე 2 დღეა ორივე თირკმელი მტკივა, განსაკუთრებით კი მარცხენა. შარდის ანალიზი გავიკეთე და ცილების რაოდენობა ნორმალურია, მხოლოდ მარილები აღმოჩნდა დიდი რაოდენობით. შესაძლებელია რომ ეს ისევ პიელონეფრიტს უკავშირდებოდეს? რა უნდა მოვიმოქმედო? (ჰემოგლობინი მაქვს 54, 2-3 წლის წინაც მქონდა ეს პრობლემა). არ ვიცი, ეს თუ არის ამ ყველაფერთან რაიმე კავშირში?
პასუხი
- თქვენი შარდის ანალიზი არ ავლენს პიელონეფრიტისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს - პიელონეფრიტისათვის ტიპიურია შარდში ლეიკოციტების არსებობა. მარილები შარდში არ არის რაიმე განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის მონაცემი, ის უმთავრესად დამოკიდებულია მიღებული საკვების ხასიათზე. ხშირად წელის არეში ტკივილი დაკავშირებულია ხერხემლის და არა თირკმლის პრობლემებთან. რადგანაც გქონდათ პიელონეფრიტი, სრულად უნდა გამოირიცხოს თირკმლის პათოლოგია, რისთვისაც საჭიროა ექოსკოპია და სისხლში კრეატინინის შემცველობის განსაზღვრა. კვლევის შედეგი მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ, ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი კავშირშია თირკმლის დაავადებასთან თუ არა.