ჩემი 3 წლის ბიჭუნა არის ძალიან მორცხვი და არაკომუ... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

20-06-2010

- ჩემი 3 წლის ბიჭუნა არის ძალიან მორცხვი და არაკომუნიკაბელური ბავშვი. ახლახანს აუზზე მივიყვანე, წყალი ძალიან უყვარს და უპრობლემოდ ჩავიდა აუზში, მაგრამ როგორც კი სხვა ბავშვებიც მოვიდნენ, ტირილი დაიწყო და აღარ გაჩერდა წყალში, სახლში წასვლას მთხოვდა. ეზოშიც კი როცა თამაშობს, ბავშვები სულ არ უხარია, თვითონ ერთობა. სათამაშოებსაც როცა ართმევენ, ცდილობს თავი დაიცვას, მაგრამ ეტყობა ხოლმე, როგორ განიცდის და მერე ნებდება. ნაწილობრივ ამ ყველაფერს ვაბრალებ იმას, რომ ახლახანს დაიწყო ლაპარაკი, ჯერ კიდევ გამართულად არ საუბრობს და ამიტომ ბავშვებს უჭირთ მისი გაგება. ძალიან ვნერვიულობ, სექტემბრიდან მინდა საბავშვო ბაღში მივიყვანო და იქნება მირჩიოთ 1. როგორ ვასწავლო ურთიერთობა თავის თანატოლებთან, როგორ შევუწყო ხელი რომ გაუიოლდეს მათთან თამაში? 2. ღირს თუ არა კიდევ ცდად აუზზე მისი წაყვანა? 3. სიმორცხვე შეიძლება დაძლიოს პატარამ, თუ ცხოვრების ბოლომდე მისი თანამგზავრია? (ისე ბავშვობაში დიდი კომუნიკაბელურობით არც მე გამოვირჩეოდი, არც ახლა ითქმის ჩემზე ზედმეტად თამამი, არადა, ეს ბიჭია და არ მინდა დამეჩაგროს).

პასუხი
- ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა. ნუ შეგაშინებთ პირველი “მარცხი”, ხელი შეუწყვეთ მის კონტაქტს თანატოლებთან. მოიფიქრეთ თამაში, რასაც პატარების ერთობლივი ძალისხმევა ჭირდება, იყავით მათ გვერდით და დაეხმარეთ ბავშვებს. თუ ბავშვს აუზზე წასვლა უნდა (წყლის სიყვარული მნიშვნელოვანი მოტივაციაა!), ამას თავად მიხვდებით. თუ პატარამ სურვილი არ გამოთქვა, ძალდატანება ალბათ არ ღირს. ერთობლივი ძალისხმევით იმედია პრობლემებს დაძლევთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით წაიკითხეთ პედიატრიის რუბრიკაში ბავშვის ფსიქოლოგიის ქვეთავში არსებული წერილები.

ბავშვის აღზრდა

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !