რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ზუგდიდში აფთიაქში ვიკითხე B5 ვიტამინი, რაზეც მიპასუხეს, რომ ასეთი პრეპარატი მათ არასდროს ჰქონიათ. მართლა არ იყიდება ეს ვიტამინი საქართველოში? ან რომელ პრეპარატშია იგი ყველაზე დიდი შემცველობით?
პასუხი
- ვიტამინი B 5 არის პანთოტენის მჟავა, მას ვიტამინთაგან დიდი რაოდენობით შეიცავს ტერავიტ ანტისტრესი (ბავშვებში არ ინიშნება). ამ პოლივიტამინში B 5 ვიტამინის შემცველობა 20 მილიგრამია, რაც მოზრდილი ადამინაის დღიურ მოთხოვნილებას – 5 მილიგრამს 4-ჯერ აღემატება. გარდა ამ პრეპარატისა, B 5 ვიტამინს შეიცავს მრავალი პოლივიტამინური პრეპარატი. იზოლირებული სახით B 5 ვიტამინის პრეპარატები სააფთიაქო ქსელში არ არის, რადგანაც ის, როგორც წესი, პოლივიტამინებით მიეწოდება პაციენტებს.