რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ღამე ძილი მაქვს დარღვეული, ანუ ღამის 3 საათამდე მიწევს ხოლმე ფეხზე ყოფნა ან კომპიუტერთან ჯდომა. ვარ 17 წლის ბიჭი, და შეიძლება თუ არა, რომ ამ ღამის ძილის დარღვევამ გამოიწვიოს ტემპერატურის მატება დღის სააათებში 37 დან 37.4-მდე? ღამე მირეგულირდება და 37-ზე ქვევითაა - 36.6 36.7 36.5, ჩატარებული მაქვს ყველა საჭირო გამოკვლევა ტუბიდან დაწყვებული სისხლის ანალიზებით და ყელ-ყურ-ცხვირით დამთავრებული. ან კიდევ თუა შესაძლებელი ალერგიის ფონზე მქონდეს ასეთი ტემპერატურა? დილით როცა ვდგები რამენიმე წუთში მიტყდება აუტანელი ცემინება 10 - 15 ჯერ მაცემინებს და ტანზე ტაოს მაყრის, აგრეთვე ცხვირიდან მაქვს სულ გამონადენი. გთხოვთ, უპასხოთ არ დამოტოვოთ.
პასუხი
- ტემპერატურის მატება ნაკლებად არის დამახასიათებელი ალერგიული დაავადებებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ალერგიას არ ერთვის ინფექციური პროცესი. ვერც უძილობასა და ტემპერატურის მატებას შორის პირდაპირ კავშირზე მივუთითებთ, მაგრამ ერთი რამ შეიძლება გადაჭრით ითქვას – დაუშვებელია მუშაობისა და ცხოვრების ასეთი რიტმი ქონდეს ადამიანს, მით უფრო კი იმ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ ჩივილი (თუნდაც უმნიშვნელო!) აქვს. პირველ რიგში მოაწესრიგეთ თქვენი რეჟიმი, გამოიძინეთ, დაიძინეთ არაუგვიანეს 24 საათისა, იძინეთ სულ ცოტა 8 საათი. შესაძლოა ყველაფერი გამოსწორდეს.