რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაინტერესებს, რამდენი უნდა იყოს სიმაღლეში 15 წლის ბიჭი? და რამდენად არის დაკავშირებული ერთმანეთთან გონებრივი და ფიზიკური განვითარება? ანუ თუ ბავშვი სმენის დაქვეითების გამო გონებრივად ჩამორჩება თავის ასაკს, შეიძლება თუ არა ეს იყოს მიზეზი მისი ფიზიკური განვითარების ჩამორჩენისაც?
პასუხი
- ზოგჯერ ბავშვს აქვს დაავადება, რომელიც ერთდროულად იწვევს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარების დარღვევას. არ არის გამორიცხული სახეზე იყოს ასეთი მდგომარეობა. არის შემთხვევებიც, როცა გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევათა შორის არ არსებობს არავითარი კავშირი. კონკრეტული პასუხის მიღება შეიძლება იმ ექიმებისაგან, რომლებიც კარგად იცნობენ პაციენტის მდგომარეობას. 15 წლის ბიჭის საშუალო სიმაღლე 169 სანტიმეტრია, მაგრამ ეს მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 147 – 190 სანტიმეტრს შორის.