რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ჩემი პატარა 2 წლის და 4 თვისაა, უკვე ერთი წელია გლანდების და ადენოიდების პრობლემა გვაქვს და თითქმის თვეში ერთხელ გვიწევს ჩირქოვანი გლანდების გამო ანტიბიოტიკების მიღება. ძალიან ადვილად ვირუსდება, თითქმის ყველა სამკურნალო საშუალება ამოვწურეთ, რათა 3 წლამდე მაინც შევუნარჩუნოთ გლანდები, მაგრამ უშედეგოდ, ბავშვს მაინც ანგინა ემართებოდა. ეხლა მივმართეთ ჰომეოპათიურ საშუალებებს შესაბამის კლინიკაში. გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად ეფექტურია უშუალოდ ამ პრობლემაზე ეს მეთოდი?
პასუხი
- სამწუხაროდ, ძალიან ძნელია რაიმე ვთქვათ გადაჭრით, რადგანაც დიდი და ფართომასშტაბიანი კვლევები, რომელთა საფუძველზეც მიღებული იქნება ზუსტი დასკვნები, მწვავე ტონზილიტის დროს ჰომეოპათიური საშუალებების შესწავლის მიზნით არ არის ჩატარებული. შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ თავად ჰომეოპათთაგან.