ვარ 66 წლის. ორი წელია, მივიღე ინსულტი. ვმკურნალო... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

20-06-2010

- ვარ 66 წლის. ორი წელია, მივიღე ინსულტი. ვმკურნალობ ექიმებთან, მაგრამ შედეგი არა მაქვს. სხეულის მარცხენა მხარეს მაქვს ტკივილები, ხან მიხურს, ხან მიბჟუის, ხანდახან ფეხი მიჩერდება. მირჩიეთ, რა წამალი მივიღო? რადგან მკურნალობა ინდივიდუალურია, გიგზავნით უფრო კონკრეტულად ქუთაისის დიაგნოსტიკურ დეპატამენტში დასმულ დიაგნოზს: თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, თავის ტვინის მრ. კვლევა საგიტალური, კორონალური და აქსიალური ჭრილებით თ1ტსე, თ2ტსე, ფლაირ, DჭI, GღE* რეჟიმების გამოყენებით. მიღებულ ტომოგრამებზე მარჯვნივ თალამუსში ისახება მცირე ზომის ენცეფალომალაციის უბანი, ირგვლივ გამოხატული გლიოზით. მარჯვნივ შუბლის წილში სემიოვალური ცენტრების დონეზე ისახება მცირე ზომის იშემიური ლეიკოენცეფალოპათიის კერები (ქრონიკული). გვერდითი პარკუჭები სიმეტრიულია, დილატაციის გარეშე. მე-3 და მე-4 პარკუჭები შუა ხაზზეა. მე-3 პარკუჭი მცირედ დილატირებულია. ბაზალური ცისტერნები დეფორმაციის გარეშე. კონვექსიტალური სუბარაქნოიდალური სივრცეები ორმხრივ შუბლ-თხემის არეში გაფართოებულია, გამოხატულია კორტიკალური ატროფიული ცვლილებები. ზომიერი ატროფიული ცვლილებები ვლინდება აგრეთვე ნათხემის ჰემისფეროებში. შუამდებარე სტრუქტურების ლატერალური ცდომა არ აღინიშნება. თურქული კეხი ისახება სწორი, მკაფიო კონტურებით, ჰიპოფიზის ქსოვილი განლეულია, ისახება თურქული კეხის ფსკერზე. ძაბრი შუა ხაზზეა, დაგრძელებულია. სუპრასელარული ცისტერნა მცირედ პროლაბირებს თურქულ კეხში. ორბიტები, ოპტიკური ქიაზმა და რეტრობულბური სივრცეები ხილული პათოლოგიის გარეშე. პარანაზალური წიაღები პნევმატიზირებულია. ორივე ჰაიმორის და მარჯვნივ სფენოიდალურ წიაღებში ლორწოვანი გარსები მცირედ გასქელებულია. დასკვნა: არსებული მრ. კვლევით ვლინდება ენცეფალომალაციის კერა მარჯვნივ თალამუსში. იშემიური ლეიკოენცეფალოპათიის კერები მარჯვნივ შუბლის წილში სემიოვალური ცენტრების დონეზე, კორტიკალური ატროფიები. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
- სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვცემთ უფლებას ჩვენს თავს, რომ მკურნალობა დაგინიშნოთ საიტიდან ყოველგავრი კონსულტაციის გარეშე. თქვენი მკურნალობა უნდა წარმართოს კვალიფიციურმა ანევროლოგმა და გარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მონაცემებისა, გათვალისწინებული უნდა იყოს რიგი სხვა ფაქტორები. ზოგადად კი, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა ძალიან ნელა უმჯობესდება და ეს ხანგრძლივი პროცესია.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად