რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 9 კვირის ორსული. მაქვს ჰერპესი და ორსულობის პერიოდში გამიმწვავდა და გინეკოლოგმა დამინიშნა ვალტრექსი. მაინტერესებს, რამდენად საშიშია, ბავშვზე თუ იმოქმედებს და თუ ექვემდებარება მკურნალობას? გთხოვთ მიპასუხოთ, ძალიან ვნერვიულობ...
პასუხი
- თუ ორსული ორსულობამდე ინფიცირდა ჰერპეს ვირუსით და ორულობის პერიოდში არის ჰერპეს ვირუსის პასიური მტარებელი და მას სისხლში ანტისხეულების ნორმლური დონე აქვს, მაშინ საშიში არაფერია, რადგან დედა მომავალ შვილს ჰერპესის ვირუსთან ერთად მის ანტისხეულებსაც გადასცემს. თუ გენიტალური ჰერპესი ორსულობის პერიოდში გამწვავდა, გამონაყარი გაჩნდა საშვილოსნოს ყელსა და სასქესო გზებზე, მაშინ შეიძლება ბავშვის დაინფიცირება მოხდეს მშობიარობის დროს. ასეთ შემთხვევაში საკეისრო კვეთაა მიზანშეწონილი. თუ ორსულობის დროს მოხდა ჰერპესის ვირუსით ინფიცირება, მაშინ მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ამან შეიძლება ნაყოფის განვითარებაზე ცუდად იმოქმედოს (მოშლის საშიშროება და განვითარების მანკები). ამიტომ აუცილებელი მკურნალობა. ვალტრექსი არის მეტად ეფექტური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰერპეს ვირუსის მკურნალობის მიზნით და ორსულობის დროსაც ინიშნება.