რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- თქვენი საიტის უდიდესი გულშემატკივარი ვარ! მიხარია ყოველი ახალი სტატია და სიახლე. ერთი კითხვა მაქვს და მოუთმენლად დაველოდები პასუხს. ვარ 9 კვირის ორსული. არაფერი მაწუხებს აბსოლუტურად, ჯანმრთელი ვარ ღვთის წყალობით. სამსახურიდან ამ თვეში გაფრენა მიწევს გერმანიაში რამდენიმე დღით. ხომ არ იქნება საშიში ეს ნაყოფისთვის? საერთოდ, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს თვითმფრინავით მგზავრობამ ორსულობისას? წინასწარ უდიდესი მადლობა! ვაფასებ თქვენს გულისხმიერებას.
პასუხი
- ზოგადად ორსულისთვის თვითმფრინავით მგზავრობა აკრძალული არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ორსულობის მიმდინარეობა და ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ გირჩევთ, ახვიდეთ აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში, ჩაიტაროთ ყველა გამოკვლევა, რაც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ კონსულტაციის ექიმთან ერთად, შეიძლება თუ არა თქვენთვის ფრენა.