რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ცოტა უხერხული თემა მაქვს და ბოდიშს გიხდით... 20 დღის წინ ვიყავი გოგოსთან, ანუ გვქონდა ინტიმური კავშირი. სამწუხაროდ, გაიხა პრეზერვატივი, გოგოს კი აქვს ვირუსი ქლამიდია, მგონი სოკოც აქვს, მაგრამ იმკურნალა. ქლამიდია ჰქონდა დადებითი 0.5 მდე, ანუ უარყოფითი არ ყოფილა. პეტერბურგში გავარკვევინე მეგობარს და მითხრეს - 2 კვირაში გამოჩნდება სიმპტომები, თუ გადაგედოო. ან იქნებ ფარულიცააო. არ ვიცი რა ვქნა.. ტკივილი გექნება საკვერცხეებში და მოშარდვის დროსო და მთელი ამბები. მაგრამ 20 დღე გავიდა და არცერთი არ აღმენიშნება. ნამკურნალებზე შესაძლებელია, რომ არ გადმომდებოდა ეგ ვირუსი? მკურნალობის საუკეთესო კურსი აქვს ჩატარებული გოგოს. იქნებ მირჩიოთ რამე, როგორ მოვიქცე, ვის მივმართო და რამდენ დღეში?
პასუხი
- ქლამიდიოზი ვრცელდება სქესობრივი გზით და სანამ ბოლომდე არ მოხდება განკურნება, ინფიცირების საშიშროება არსებობს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2 კვირიდან 1 თვემდეა. ქლამიდიოზის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. დაავადება ზოგჯერ კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ზოგჯერ კი სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფი ყურადღებას არც კი აქცევს. ზოგჯერ ქლამიდიოზის კლინიკური სიმპტომატიკა 10-14 დღეში თავისთავად ქრება, მაგრამ ეს მოჩვენებითი განკურნებაა. სინამდვილეში დაავადება გადადის ქრონიკულ სტადიაში და ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს. მამაკაცებისთვის ინფექციის განვითარების უკანასკნელ წერტილს წარმოადგენს უნაყოფობა. ქამიდიოზის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ მიკროსკოპიულ, სეროლოგიურ მეთოდებს, დნმ-მეთოდს, იმუნოფერმენტულ ანალიზს, ქლამიდიების გამოყოფას უჯრედების კულტურაში, პოლიმერულ ჯაჭვურ რეაქციას. - გირჩევთ, ნუ დაელოდებით სიმპტომების გამოვლინებას, მიმართეთ ვენეროლოგს და ჩაიტარეთ კვლევა.