ვარ 15 წლის, 14 წლის ასაკიდან დღემდე ვმასტურბირებ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

20-06-2010

- ვარ 15 წლის, 14 წლის ასაკიდან დღემდე ვმასტურბირებ, თითქმის არცერთ დღეს არ ვტოვებდი და ხანდახან დღეში რამოდენიმეჯერაც. სექსი ჯერ არ მქონია, ერექციის დისფუნქციას არ ვუჩივი, მაგრამ ერთხელ ერთ გოგოსთან სქესობრივი კავშირი უნდა დამემყარებინა, მაგრამ პირველ 2 წუთში სპერმა გადმომივიდა და დავამთავრე. ერექცია ხშირად მაქვს და ხანდახან ისეთ ადგილებში, რომ მე თვითონ მიკვირს. გთხოვთ მიპასუხოთ, რისი ბრალია, ამდენი მასტურბაციის? ან თავისით გაივლის მასტურბაციას რომ შევეშვა? თუ რაიმე მკურნალობა უნდა?

პასუხი
- თავდაპირველად გეტყვით, რომ ხშირი მასტურბაცია ერექციული დისფუნქციის საწინდარია.
გარდა ამისა, გეტყვით, რომ მამაკაცისთვის სქესობრივი ცხოვრების ოპტიმალურ ასაკად სპეციალისტები 18 წელს მიიჩნევენ. სწორედ ამ ასაკშია იგი მზად ფიზიოლოგიურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მოზარდებს წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადებებით შეიძლება დაავადდნენ ამ "პროცედურის" ჩატარებისას, სქსობრივი გზით გადამდები დაავადებები კი შემდგომში მძიმე დაღს ასვამს მთელ მათ ცხოვრებას. გარდა ამისა, მოზარდებს არ აქვთ სრულფასოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემთხვევით სქესობრივ კავშირს შეიძლება ორსულობის განვითარება მოჰყვეს, ამისთვის კი ისინი ჯარ ნამდვილად ვერ იქნებიან მზად.
სამედიცინო ასპექტებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების ფსიქოლოგიური ასპექტებიც, რაც საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ახალგაზრდა, მოუმზადებელ ადამიანზე და ხშირ შემთხვევაში მის მომავალ პირად ცხოვრებას მთლიანად ანგრევს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად