რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- საოვულაციო ტესტების დახმარებით სავარაუდო ოვულაციის დღეები განვსაზღვრე, მენზიდან 15-16 დღე. ამ დღეებში ბაზალური ტემპერატურა 36.8 მქონდა, ოვულაციისთვის 36.8 ტემპერატურა დაბალი ხომ არ არის? დღეს მე-19 დღეა მენზიდან და 37.0 მაქვს, ანუ მატულობს ტემპერატურა. ციკლი ნორმაში მაქვს, 30 დღიანი, ჩივილები არ მაქვს.
პასუხი
- სანერვულო არაფერი გაქვთ. გეტყვით, რომ ბაზალური ტემპერატურის გაზომვა ცოდნას საჭიროებს. ბაზალური ტემპერატურა იზომება დღეში ერთხელ, დილით, საწოლიდან აუდგომლად; ბაზალური ტემპერატურის გაზომვამდე ძილის ხანგრძლივობა 3 საათზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს. ანუ, თუ გაიღვიძეთ 6 საათზე, ერთ წუთით ადექით, შემდეგ დაწექით და დაიძინეთ, მაშინ ტემპერატურა 9 საათზე ადრე არ უნდა გაიზომოთ.