რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მინდა ჩემი გასაჭირის შესაებ გიამბოთ, უკვე 20 წლის ვარ და მეგობრები თითქმის არ მყავს. არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ახლოს ვარ, მაგრამ ისეთი არავინ მყავს ვისაც გასაჭირის დროს დახმარებას ვთხოვ. საერთოდ, ცოტა მორიდებული ადამიანი ვარ და მიჭირს კონტაქტში ადვილად შესვლა, მაგრამ არც კონფლიქტური ვარ და არც სხვა რამე, რის გამოც შეიძლება თავს მარიდებდნენ. უამრავი ადამიანია, რომლებთანაც დაახლოებას ვცდილობ ან ვემეგობრები, მაგრამ უშედეგოდ.. მეც უკვე დავიღალე ამდენი მცდელობით.. იქნებ მირჩიოთ რამე, ძალიან მინდა რომ დიდი სამეგობრო წრე მყავდეს.
პასუხი
- ძალიან ძნელია ზეპირად კონსულტაციის გაწევა, რადგან თქვენი პრობლემა ჩაღრმავებას საჭიროებს. თუმცა უნდა გითხრათ, რომ არც თუ იშვიათია ასეთი პრობლემა ახალგაზრდებში, ამაში სანერვიულო არაფერია, რადგან ეს მოგვარებადია და იმაზე, რისი გამოსწორებაც შეიძლება, ნერვიულობა არ ღირს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს. გირჩვეთ, ეცადოთ, კარგად ისწავლოთ (რათა თქვენი საქმის პროფესიონალი გახდეთ) და ზოგადი განათლება აიმაღლოთ (იკითხეთ წიგნები ხელოვნებაზე - მხატვრობა, დრამატურგია, კინოხელოვნება), იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა _ ქართველი და უცხოელი კლასიკოსების წიგნები, გაეცანით თანამედროვე ლიტერატურასაც. განათლებული ადამიანი ყოველთვის საინტერესო პიროვნებაა და მასთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებას ანიჭებს. შეგიძლიათ თქვენს გარეგნობაშიც შეიტანოთ თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება. ასევე, იყავით ყოველთვის სუფთად, კოხტად და მოწესრიგებულად ჩაცმული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვნოთ საკუთარი ადგილი, უნდა მიაგნოთ საქმეს ან გარემოს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დაძლიოთ ეჭვი, რომელიც საკუთარი თავის მიმართ გაგიჩნდათ.