რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 25 წლის, მაწუხებს ჭარბთმიანობა, მირჩიეს მივმართო ექიმს და ჩავაბარო ჰორმონების ანალიზი. ჩვენთან ბათუმში ყველა ამბობს, რომ აქ ვერ აკეთებენ ზუსტ ანალიზს და მირჩიეს თბილისში ჩასვლა, რასაც ვერ ვახერხებ. რას მირჩევთ? რა შეიძლება იყოს ჭარბთმიანობის მიზეზი? და როგორ შეიძლება მისგან განკურნება?
პასუხი
- არა მგონია, რომ ბათუმში არ კეთდებოდეს სისხლის ანალიზი ტესტოსტერონის შემცველობაზე. ქალებში ჭარბთმიანობის მიზეზს შემთხვევათა უმრავლესობაში წარმოადგენს მამაკაცის ჰორმონის (ტესტოსტერონის) მატება, ამიტომ უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ტესტოსტერონზე. თუ მომატებული აღმოგაჩნდათ, უნდა დადგინდეს ამის მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ჭარბთმიანობას გენეტიკური ხასიათიც შეიძლება ჰქონდეს. თუ ტესტოსტერონი ნორმაში გექნებათ, მაშინ უნდა გაიკეთოთ ეპილაცია.