რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს 14 წლის შეყვარებული, შეყვარებულიც არ ჰქვია, უბრალოდ მომწონს. ადრე ძალიან კარგად ვიყავით, როგორც შეყვარებულები, მაგრამ ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, “აღარ მინდა...” მეგობრობა არ შემოუთავაზებია, როგორც შეყვარებულები ამბობენ. მერე აღარ ვყოფილვართ კარგად, ჩემზე 20 დღით უფროსია, რას მირჩევთ, რა ვქნა? - ალბათ ამ სატზე ღებულობთ ასეთ კითხვებს?
პასუხი
- თავადვე ბრძანებთ, რომ კი არ გიყვარდათ, არამედ მოგწონდათ, მაშინ მითუმეტეს, არ უნდა დაგწყდეთ გული. თქვენ ხომ მხოლოდ 14 წლის ბრძანდებით, მთელი ცხოვრება წინ გაქვთ და გვერწმუნეთ, ჭეშმარიტი სიყვარული აუცილებლად გეწვევათ. ეს კი მხოლოდ ბავშვური გატაცება იქნებოდა. გული არ გაიტეხოთ, არც დაიმჩნიოთ წყენა, განაგრძეთ ჩვეული ცხოვრება (სწავლა, მეგობრებთან ურთიერთბა). ვისაც ნამდვილად ეყვარებით, ის არასოდეს მიგატოვებთ.