რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 33 წლის მეუღლე მყავს. 8 თვეა ვიმყოფებით ქორწინებაში. ერექციის პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ, 24 სთ-ის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია აქტის ჩატარება. პირველი აქტის შემდეგ სურვილი არის, გვაქვს ერექცია მაგრამ აქტს ვერ ახორციელებს. თვითონ თვლის, რომ ეს ნორმაა და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ასევე აღენიშნება სწრაფი ეაკულაცია. სანამ ვიქორწინებდით, ეწეოდა თავშეკავებით ცხოვრებას. ასევე ახასიათებს სახეზე, მკერდზე ჩირქოვანი გამონაყარი. ყველაფერთან ერთად არ ვრჩები ფეხმძიმედ. გაიკეთა სპერმოგრამის ანალიზი და ყველაფერი ნორმაშიაო, უთხრეს. მაინტერესებს, რატომ ვერ ახორციელებს თუნდაც ორ აქტს 24 სთში და რა მიზეზი შეიძლება იყოს და რომელ ექიმს უნდა მიმართოს? ხომ არ გვაქვს ჰორმონალურ დარღვევასთან საქმე. და გთხოვთ, მომწეროთ, ერთ აქტი 24-სთ-ში შეიძლება ჩაითვალოს ნორმად და ვერაფერს ხედავთ ამაში საგანგაშიოს? უღმესი მადლობა და ველოდები პასუხს.
პასუხი
- თუ რამდენი აქტი განხორციელდება 24 საათში, ეს ინდივიდუალურია და წყვილზეა დამოკიდებული. თქვენი მეუღლის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ერექციულ დისფუნქციასთან უნდა გვქონდეს საქმე, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ სწრაფ ეაკულაციას აქვს ადგილი, რაც საჭირეობს მიზეზის დადგენას და ამის გათვალისწინებთ მკურნალობის შერჩვეას. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ სექსოლოგს ან უროლოგს. რაც შეეხება იმას, რომ ფეხმძიმედ არ რჩებით, გეტყვთ, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ წყვილი ითვლება უშვილოდ და ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს.