რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 20 წლის ბიჭი, ვგალობ ტაძარში პირველ ხმას. პრობლემა მაქვს ხმასთან დაკავშირებით (მაქვს ხრინწები). დილაობით განსაკუთრებით, ხმა მაქვს საშინელ მდგომარეობაში. ნახველის მსგავსი მიგროვდება ყელში ცხვირხახიდან გამჭვირვალე (გაციებისას-ყვითელი) ჩამონადენის გამო და შუადღისკენ ნელ-ნელა მეწმინდება. ღამე დაწოლის შემდგომ ვგრძნობ, რომ ჩამდის ყელში ეს სითხე, თუმცა ძილში ვერ ვაკონტროლებ. არის ცოტა სქელიც. ამასთან, ხშირად მიცივდება ბრონქები და ყელის უკანა კედელი თითქმის სულ წითელი მაქვს. ბავშვობაში ბევრი ვიმკურნალე ცხვირზე, თუმცა არანაირი შედეგი არ მომცა (შედეგი იყო ძალიან მცირე პერიოდზე). ბოლოს ექიმმა დამისვა ქრონიკული ეთმოიდიტის დიაგნოზი (ლეჩკომბინატში), მკურნალობის პირველი ეტაპი გავიარე, რამაც დროებითი შედეგი მომცა, მეორე ეტაპი კი ვერ გავაგრძელე (გამორეცხვები) უსახსრობის გამო. მაინტერესებს, თუ შეიძლება აღნიშნული ჩამონადენის სრულად გაქრობა მკურნალობის შემდგომ და რამდენად უზრუნველყოფს ამ ეფექტს გამორეცხვები?
პასუხი
- თავად ფაქტი, რომ დადგენილია ქრონიკული ეთმოიდიტის დიაგნოზი, ნიშნავს, რომ პერიოდულად გექნებათ გამწვავებების და რემისიების მონაცვლეობა. მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ გაციებასა და ვირუსულ ინფექციებს. მკურნალობა და გამორეცხვები ამცირებენ დაავადების სიმპტომატიკას.