მყავს 1 წლის და 7 თვის შვილი, თითქმის საერთოდ არ ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

19-06-2010

- მყავს 1 წლის და 7 თვის შვილი, თითქმის საერთოდ არ ჭამს ხორცს. არის მხოლოდ ფაფებზე. ვაჭმევ ბაიას ფირმის ფაფებს, კერძოდ, შვრიას წიწიბურას და 5 სახის ბურღულს ერთად. რძეში ვუმზადებ ფაფებს. სხვას არაფერს ჭამს საერთოდ. არ ვიცი რა ვქნა, რა არ ვცადე, ხორცს მაინც არ ჭამს. პატარა რომ იყო, ბლენდერში გატარებულს ვაჭმევდი და ძლივს გადავაჩვიე. არ ვიცი რა ვქნა, ისევ დავუწყო გათქვეფილი თუ არა. მითხრეს, ყბა გაუზარმაცდებაო. ჰემოგლობინი აქვს 64, არც ახალ ხილს არ ჭამს.

პასუხი
- ამ ასაკის ბავშვის კვების რაციონში ხორცი აუცილებლად უნდა შედიოდეს. აჯობებს ცოტა ხნის განმავლობაში კვლავ ხერხს მიმართოთ და თუნდაც დაბლენდერებული ხორცი “შეაპაროთ” ბავშვს სხვა საკვებთან ერთად, დასაღეჭად კი მას ის საკვები მისცეთ, რასაც შედარებით უკეთ ჭამს. სამწუხაროდ, თქვენ არ აზუსტებთ, რა ერთეულებითაა მოცემული ჰემოგლობინის შემცველობა, თუ ეს არის გრამი/ლიტრში, ანუ ახალი ერთეულები, ის საკმაოდ დაბალია და აუცილებელია ექიმმა დაადგინოს ანემიის მიზეზი და დანიშნოს სათანადო მკურნალობა. თუ 64 ჰემოგლობინი არის ძველი ერთეულებით, ამ ართეულებით ნორმის ქვედა ზღვარი 66-ია. ზოგადად კი უნდა მოგახსენოთ, რომ ანემიის მკურნალობა მხოლოდ კვების იმედად არ შეიძლება, აუცილებელია პრეპარატები, მათ ექიმი ნიშნავს. 


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად