ვარ 38 წლის. გავთხოვდი 34 წლის ასაკში. არ ვფეხმძი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

18-06-2010

- ვარ 38 წლის. გავთხოვდი 34 წლის ასაკში. არ ვფეხმძიმდებოდი და გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ დავიწყე ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტ. ინსტიტუტში მკურნალობა. გამოკვლევების შედეგად, მქონდა მამაკაცური ჰორმონი მომატებული, ასევე მქონდა ტოქსოპლაზმოზი, ორივე მილის გაუვალობა და სოკო (ჩემი ქმარი სრულიად ჯანმრთელი). ერთი წლის განმავლობაში ვიმკურნალე. ტემპერატურა ნორმაში იყო, ფოლიკული თავის დროზე, მე-12ე დღეს მწიფდებოდა. ხოლო, ორივე მილის გაუმტარობა (ბუსუსების ბოლოები იყო შეხვეული) მითხრეს და ვემზადებოდი ოპერაციისთვის, მოულოდნელად აღმოვჩნდი 4 თვის ფეხმძიმედ. (ამ დროს ვიყავი მკაცრ დიეტაზე და ვაგრძელებდი მკურნალობას, რამაც ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედა, საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვი დაიბადა 1.900, ჰიპოტროპიული და მუცლადყოფნის პერიოდში ზრდა-განვითარების შეფერხებით. ასეთი დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა და ერთ თვეში დაიღუპა... საკეისრო კვეთიდან 2 თვის შემდეგ, ისევ მოხდა ფეხმძიმობა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ შეწყდა თვითნებური აბორტით. მას შემდეგ არ დავფეხმძიმებულვარ. გავიდა ერთი წელი. მაქვს მე-2-ე ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი. ანტირეზუსული მკურნალობა არ ჩამიტარებია არც ორსულობაში და არც მშობიარობის დროს, (რადგან არავის უთქვამს). ამ ეტაპზე არ ვმკურნალობ. რას მირჩევდით? ასაკის გამო ხომ არ არის საჭირო რაიმე სტიმულატორების მიღება? ალბათ გესმით ჩემი გულისტკივილი და ტრაგედია. გთხოვთ, დამეხმარეთ. გმადლობთ.

პასუხი
პასუხობს ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი: ნანა ჯანელიძე

- რა თქმა უნდა, თქვენი ასაკი გასათვალისწინებელია. შეიძლება დაგჭირდეთ ჰორმონალური ანალიზის გადამეორება, სპერმის სტიმულაცია და ყველა იმ მეთოდის გამოყენება, რითაც გაიზრდება ორსულობის დაგეგმვის შანსი.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
26 ოქტომბერი 2014 13:04
მოსაკლავია ზოგი ექიმიიი,ანადგურებენ ადამიანს ფსიქოლოგიურად,მორალურად..თუ ასეთი გაუვალი იყო მილებიი,როგორ დადგებოდა ორსულობა?ესეიგი არასწორი დიაგნოზი იყო..ღმერთმა გიშველოთ თქვენ და ბედნიერ დედად გაქციოთ უფალმა..ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ საკითხში,მაქვს შვიდწლიანი შეხება ექიმებთან,ზოგ ძალიან განათლებულთან და მცოდნესთან,ზოგთან კიდევ სრულიად უვიც და არაპროფესიონალთან..არადა ექიმთან რომ მიდიხარ,იმედის და რწმენის თვალით უყურებ,მასში ელი ხსნას,ზოგი კი თანხის გამო რასარ იკადრებს..მადლობა მინდა შევწირო ღმერთს,რომ შემახვედრა ისეთ პროფესიონალს,როგორიცაა ექიმი თეა ჩარკვიანი,მის ხელში ვინც მოხვდება,უდიდესი იმედით აივსება პირველ რიგში და თან მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სვამს დიაგნოზს,მაშინათვე გიწყებს სათანადო მკურნალობას..ვგიჟდები თეაზე და იქაურ მედ-პერსონალზე.. :*
13 სექტემბერი 2014 10:38
Am eqimebs xom agar unda endo rogor sheidzleba ginekologtan dadiode da 4 tvis orsuloba gamoeparos. Dasaxvretia egeti eqimi
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად