ძალიან კარგი საიტია დიდი მადლობა რომ არსებობთ.მაქ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

18-06-2010

- ძალიან კარგი საიტია დიდი მადლობა რომ არსებობთ.მაქვს ერთი შეკითხვა: ძუძუს რომ ჭამს ბავშვი და დედას თავები დახეთქილი აქვს ძალიან, მაგ დროს კარგიაო თაფლის სანთლისა და ზეთის მალამო სახლის პირობებში გაკეთებული. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს; ზუსტად როგორ კეთდება როგორ უნდა წავისვათ რამდენ ხანში ერთხელ და ბავშვისთვის ხომ არაა საზიანო?

პასუხი
- ძუძუთი კვების პირველი პერიოდის ერთ-ერთი პრობლემაა დვრილების მომატებული მგრძნობელობა. გარდა ამისა, თუ ბავშვი არასწორად ეჭიდება ძუძუს, წოვამ შესაძლოა ძუძუსთავების ტკივილი და დახეთქვა გამოიწვიოს. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ მელოგინე დედა ახალშობილს ძუძუს ვერ აწოვებს. გარდა ამისა, დიდია ალბათობა, ღრმა ნახეთქებიდან ინფექცია შეიჭრას და სარძევე ჯირკვლის ანთება განვითარდეს. ძუძუსთავების დახეთქვის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა ახალშობილის კვების არასწორი ტექნიკა, რძის ხელით გამოწველის უცოდინარობა და კერტების არასწორი მოვლა. ამ დროს დვრილები შუპდება და წითლდება, ნახეთქები იფარება სისხლიანი ან ჩირქოვანი ქერქით. შეხება და გამოწველა ძლიერ ტკივილს იწვევს. ნახეთქები ადვილად ინფიცირდება ჩირქოვანი მიკრობებით, უმეტესად -ნაწლავის ჩხირით და სტაფილოკოკით, რომლებიც იქ დედის კანიდან, ხელებიდან, ტანსაცმლიდან, ბავშვის პირიდან ხვდება.

გირჩევთ: მეტისმეტად ხშირად ნუ დაიბანთ მკერდს, განსაკუთრებით -საპნით, რადგან ამ დროს მკერდს სცილდება ბუნებრივი საცხი, რომელიც ძუძუსთავებს იცავს. არ იხმაროთ ქიმიური კრემები და აეროზოლები, ბორის მჟავას ხსნარები -მათ შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიონ. კვების შემდეგ დვრილზე დატოვეთ რამდენიმე წვეთი რძე და აცადეთ, თავისით გაშრეს. ძუძუსთავები მუდმივად მშრალი უნდა გქონდეთ.
ხალხურ მედიცინაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყენებენ მალამოს, რომელიც ასე მზადდება: მზესუმზირის ზეთში ჩაშუშეთ ხახვი შევარდისფერებამდე, ზეთი გადაწურეთ დოლბანდში და ჩაასხით ჯამში, მასში მოათავსეთ თაფლის სანთლის ნაჭერი, რომლის ზომაც დაახლოებით ზეთის ნახევარი იქნება, დადგით ჯამი დაბალ ცეცხლზე და ზეთს ურიეთ. როცა სანთელი დადნება, ჯამი ცეცხლიდან გადმოდგით და კვლავ ურიეთ პერიოდულად გაცივებამდე. მიიღებთ მალამოს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის ყოველგვარი ანთებითი პათოლოგიების, ჭრილობების დროს. მეძუძურები მალამოს იდებენ კერტებზე ნახეთქების სამკურნალოდ. მალამო შეგიძლიათ დოლბანდზე წაუსვათ სქელ ფენად და ისე დაიფინოთ. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
24 დეკემბერი 2016 13:52
ამ პროცედურის შემდეგ ძუძუს თავების ჩამობანვა საჭიროა?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად