იქნებ დამეხმაროთ ასეთი კითხვა მაქვს... ზურგზე მაქ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

17-06-2010

- იქნებ დამეხმაროთ ასეთი კითხვა მაქვს... ზურგზე მაქვს გამონაყარი, ზაფხულია და ძალიან მაწუხებს. იქნებ მირჩიოთ რა გამოვიყენო, რომ გამიქრეს? დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
- ზურგზე  ფერიმჭამელების  გაჩენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგი სპეციალისტი ამას უკავშირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას, ზოგი ჰორმონულ დისბალანსს, ზოგიც ზურგის მიდამოში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონირებას, რასაკვირველია დიდი როლი ჰიგიენასაც მიუძღვის. კანის მოვლა, ბანვა, გასუფთავება, სხვადასხვა მალამოებისა და ნიღბების დადება სახესთან შედარებით ზურგზე გაცილებით ძნელია.  ზურგზე  ფერიმჭამელების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა.
რადგან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს. ექიმი კოსმეტოლოგი კი დაგეხმარებათ კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში.  თუ ექიმმა დაადგინა, რომ აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები, ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავენ  კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ჰორმონალური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობა. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი, ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:
>დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.
>გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთება და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
>დაიბანეთ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით.
>მუშვირეთ ზურგი მზეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად