ანიტა ვარ 20 წლის. დიდი მადლობა წინასწარ. ძალიან... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

17-06-2010

- ანიტა ვარ 20 წლის. დიდი მადლობა წინასწარ. ძალიან ცუდად ვარ. გავხდი ძალიან მშიშარა, უფრო ემოციური და მგრძნობიარე. პატარა რაღაცაზე გული მიჩქარდება. შეიძლება თუ არა შიშის განკურნება. მეშინია ნერვოზი არ დამემართოს, პატარა რაღაცაზე დეპრესია მეწყება. არ მაქვს საშუალება რომ ფსიქოლოგს მივმართო, არადა ვიცნობ ძალიან კარგ ფსიქოლოგს. არ ვიცი რა ვქნა, რას მირჩევთ. სამსახურიც არ გამომდის. სწავლის ფულსაც ძლივს ვიხდი. დამითხოვეს და უკვე ნელ-ნელა დეპრესია მეწყება. თავს მარტოდ ვგრძნობ. მეგობრებს არ სცალიათ ჩემთვის. და ან ძმაც არ მყავს. სულ მარტო ვარ. ვერ ვიტან მარტოობას. ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული, მაგრამ ყველა ამას ვერ ხედავს. თუმცა დასანახავად არასდროს არ გავაკეთებ სიკეთეს. დასასვენებლადაც ვერ მივდივარ თანხის გამო აქ უნდა ამოვიხუთო. მირჩიეთ რამე გთხოვთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი
- თავდაპირველად გეტყვით, რომ შიშების (ფობიების) დაძლევა შესაძლებელია ფსიქონევროლოგის დახმარებით.
დღეს ბევრს უჭირს მატერიალურად, მაგრამ ამან სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩაგვაგდოს, პირიქით მთელი ძალ-ღონე უნდა მოიკრიბოთ, კარგად უნდა ისწავლოთ (რათა თქვენი საქმის პროფესიონალი გახდეთ) და პარალელურად სამსახურიც ეძებოთ. ძალინ ცუდი, რომ დასავენებლად წასვლას ვერ ახერხებთ, მაგრამ შეგილიათ, პერიოდულად  ქალაქგარეთ გახვიდეთ, ისეთ დღეებში მაინც, როცა  მეგობრებს ეცლებათ.
სამწუხაროა, რომ ფსიქოლოგთან მისვლას ვერ ახერხებთ უფულობის გამო, როგორც ჩვენთვისაა ცნობლი, საპატრიარქოსთან არსებული ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის (ტელეფონი: 43-55-00, 11-დან 18 საათამდე) მომსახურება უფასოა.
კომენტარები
02 ივნისი 2015 15:13
მერე რა პრობლემაა ვიმეგობროდ მე დაგეხმარები თუ სურვილი გექნება, გიორგი მქვია ვარ 25 წლის თუმცა ასაკს დიდი მნისშვნელობა არ აქვს მეგობრობისთვის.))))))
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად