ჩემი პატარა 8 თვისაა და 2-3 დღის წინ შევამჩნიე ტ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
17-06-2010

- ჩემი პატარა 8 თვისაა და 2-3 დღის წინ შევამჩნიე ტანზე წვრილი გამონაყარი, რომელიც მეორე დღეს სახეზეც გადაუვიდა. თავდაპირველად წააგავდა ნასიცხებს, მყავდა ინფექციურ საავადმყოფოში და სავარაუდოდ წითურააო მითხრეს. ალბათ იქნება თქვენს საიტზე დაწვრილებით ინფორმაცია ამ ინფექციასთან დაკავშირებით, იქნებ მიმითითოთ, დიდი მადლობა.

პასუხი

 

- წითურა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც შეუცვლელ კანის ფერზე ახასიათებს წვრილ-ლაქოვანი გამონაყრის გაჩენა. კეფისა და კისრის უკანა ლიმფური კვანძების გადიდება; ზომიერი ინტოქსიკაცია.
ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანია ინკუბაციის პერიოდის ბოლოსა და გამონაყრის გამოვლენის 7 დღის განმავლობაში. წითურა გავრცელებული ინფექციაა და გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ავადდებიან ყველა ასაკში. გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი. მოსახლეობის უმეტესობას გადატანილი აქვს წითურა უსიმპტომოდ ანუ წაშლილი ფორმებით. ავადობა მატულობს ზამთარ-გაზაფხულზე.
არსებობს წითურას შეძენილი და თანდაყოლილი ფორმები.
შეძენილი ფორმის დროს ტემპერატურა მატულობს 37-38 გრადუსამდე, გამოხატულია კატარალური მოვლენები, ზოგჯერ კონიუნქტივიტიც. 1-3 დღეში დიდდება ლიმფური კვანძები კეფასა და ყურის უკანა არეში. ამავე პერიოდში ვითარდება გამონაყარი სახეზე, კისერზე, შემდეგ კი სხეულზე. გამონაყარი ლაქოვანია და 2-3 დღეში ქრება უკვალოდ. რამოდენიმე დღეში ლიმფური კვანძებიც უბრუნდება  ნორმას. დაავადებულებს ხახაზე აღენიშნებათ კატარალური ცვლილებები. ბავშვებში წითურა ძირითადად მსუბუქად მიმდინარობს, მოზრდილებში უფრო მძიმედ - მაღალი სიცხით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით. წითურა შეიძლება მიმდინარეობდეს გამონაყრის გარეშეც.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს იგი მზაკვარი ინფექციაა. მტად საშიშია ორსულთათვის, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ამ დრის ნაყოფს უვითარდება მძიმე სიმახინჯეები (გულის მანკი, მიკროცეფალია, ჰიდროცეფალია, სიყრუე, სიბრმავე, გონებრივი ჩამორჩენა, შესაძლოა ნაყოფის სიკვდილი და თვითნებური აბორტი). ორსულობის ბოლოს დაინფიცირებული ახალშობილი იბადება წითურათი დაავადებული. დაავადება მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს და პროგნოზი სერიოზულია.
წითურას მკურნალობა ტარდება სიმპტომატიური საშუალებებით, საჭიროა წოლითი რეჟიმი, გამონაყარი სპეციალურ დამუშავებას არ საჭიროებს. ენცეფალიტით გართულების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ისევე, როგორც ზოგადად ვირუსული ენცეფალიტის დროს.
პროფილაქტიკა_წითურას დროს კარანტინი არ ცხადდება. ავადმყოფი უნდა იქნას იზოლირებული 5 დღის განმავლობაში. ორსულები უნდა მოერიდონ კონტაქტს დაავადებულთან.

კომენტარები
01 ნოემბერი 2014 23:38
მაინტერესებს როგორ უნდა მიხვდე 2 წლის ბავშვს ტუ აქვს ლეიკემია? რას უნდა მიაქციო ყურადღება ძალიან მაინტერებს გტხოვთ დამეხმაროთ გეხვეწებთ' ჩემს გარემოცვაში ძალიან ბევ ბავს აღმოაჩნდა. ექიმს რო დავუსვი კითხვა მასეტებზე ნუ ფიქრობო დამეხმარეტ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად