რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
- ვარ 21 წლის მამაკაცი. მაინტერესებს რამდენი ხანი გრძელდება ნაბახუსევის სინდრომი. დალევის მეორე დღეს მთელი დღე ცუდად ვარ, ნორმალურია თუ არა ეს ფაქტი?
პასუხი
- ნაბახუსევის სინდრომის მიზეზი არის ალკოჰოლისა და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების ტოქსიკური მოქმედება ორგანიზმზე. ორგანიზმი ცდილობს, დაიცვას თავი ეთილის სპირტის მომშხამველი მოქმედებისგან და ფერმენტ ალკოჰოლ-დეჰიდროგენაზას დახმარებით გარდაქმნის მას აცეტალდეჰიდად. ეს პროცესი ძირითადად ღვიძლში ხდება. სამწუხაროდ, აცეტალდეჰიდი არანაკლებ ტოქსიკური ნივთიერებაა, და სწორედ მასთანაა დაკავშირებული ნაბახუსევის სინდრომის განვითარება. რასაკვირველია, ორგანიზმი ცდილობს ამ მომშხამველი ნივთიერებისგან თადაცვასაც სხვა ფერმენტის (ალდეჰიდ-დეჰოდროგენაზას) დახმარებით (ეს პროცესიც ღვიძლში ხდება). ამ ეტაპზე აცეტალდეჰიდიდან წამოიქმნება ძმრისმჟავა, რომელიც უვნებელია და ადვილად გარდაიქმნება ნახშირმჟავა აირად და წყლად. იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ორივე პროცესი საკმაოდ ბალანსირებული აქვთ, აცეტალდეჰიდი შეიძლება თანდათანობით და მცირე რადენობით წარმოექმნათ და პრაქტიკულად მაშინვე მოხდეს ამ ნივთიერების ძმარმჟავად გადაქმნა. ასეთ ადამიანებს ნაბახუსევის სინდრომი არ აქვთ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც გენეტიკურად აქვთ მომატებული ალკოჰოლ-დეჰიდროგენაზას აქტივობა ან დაქვეითებული ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზას აქტიურობა. მათ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმში უგროვდებათ აცეტალდეჰიდი და მისი კონცენტრაცია დიდხანს რჩება მაღალი, რაც იწვევს ნაბახუსევის სინდრომის გამოვლინებას. ნაბახუსევის სინდრომის შესამსუბუქებლად ალკოჰოლის მიღების შემდეგ, დასაძინებლად დაწოლამდე, დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი. სითხის მიღება რამდენადმე შეგიმცირებთ მოსალოდნელ ტანჯვას. გაღვიძებისთანავე, თუ გული ან მაღალი წნევა არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ თბილი შხაპი (და არა ცხელი); შემდეგ კი კომბოსტოს, კიტრის ან პამიდვრის მწნილი მიირთვით და მათი მჟავე წვენიც დალიეთ. თავის ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და არამც და არამც საძილე საშუალებები. და რაც მთავარია ქეიფის დროს ჭამეთ ბევრი: მშიერ კუჭზე ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება სისხლში და აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ალკოჰოლის მიღების წინ დალიეთ ერთი ჭიქა რძე ან რაიმე ცხიმიანი პროდუქტი, ასე მოხდება კუჭის დაცვა, მონელების პროცესის შენელება და შესაბამისად ალკოჰოლის ორგანიზმში მოხვედრის შენელება.