რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს 1 წლის და 5 თვის შვილი, გოგონა. ზურგი, ხერხემალი კი სწორად უჭირავს მაგრამ მხრები აქვს მგონი ცოტა მოხრილი, რა უნდა ვქნა? მასაჟები დაჭირდება, თუ ძალიან გამართული არც არავინ დადის მაგ ასაკში ? მე თვითონ თუ შემიძლია რამე ვარჯიში გავუკეთო? გმადლობთ.
პასუხი
- ბავშვის უნახავად შეუძლებელია დასკვნის გაკეთება. ჩვენ გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ორთოპედს, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ხერხემლის მდგომარეობა (ანუ ადგილი ხომ არ აქვს ხერხემლის გამრუდებას). თქვენ დამოუკიდებლად ვერც მასაჟს გაუკეთებთ და ვერც ავარჯიშებთ, რადგან არ იცით, თუ რა ტიპის ვარჯიშები ესაჭიროება ბავშვს, გახსოვდეთ, რომ ცუდად გაკეთებულმა მასაჟმა და არასწორმა ვარჯიშმა შეძლება უარესი შედეგი გამოიღოს.