- ვარ თვრამეტი წლის, ძალიან მიჭირს თანატოლებთან... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

17-06-2010

- ვარ თვრამეტი წლის, ძალიან მიჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, დედაჩემი ხშირად მეუბნება, რომ სახეზეც გეტყობა ხალხთან ურთიერთობა, რომ არ გაქვსო, დებილის გამომეტყველება გაქვსო, გარეგნულად არ ვიცი, შეიძლება დედაჩემი აჭარბებს, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ საოცარ სისუსტეს, თავს ვგრძნობ მიტოვებულად, სუსტ და დაჩაგრულ არსებად, არ ვიცი ამ პრობლემას როგორ ვებრძოლო, გთხოვთ მირჩიეთ ფსიქოლოგიური წიგნები, ან რაიმე საშუალება რაც დამეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში. ბოროტი ადამიანი არ ვარ, ძალიან მინდა ბევრი მეგობარი მყავდეს. გთხოვთ მითხარით რის გამო ვერ ვახერხებ თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას. ამ ჩემი სიმორცხვის და უმეგობრობის გამო ხშირად თანატოლებისგან დაცინვას ვგრძნობ, ხშირად ჩემზეც ჭორაობენ რაც ორმაგად მტკენს გულს და საოცარ დეპრესიაში მაგდებს. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე, რომ ადამიანებს ჩემთან მეგობრობის სურვილი გაუჩნდეთ, და ჩვეულებრივ ნორმალურ გოგონად ვიქცე.

პასუხი

- ძალიან ძნელია ზეპირად კონსულტაციის გაწევა, რადგან თქვენი პრობლემა ჩაღრმავებას საჭიროებს. თუმცა უნდა გითხრათ, რომ არც თუ იშვიათია ასეთი პრობლემა თქვენი ასაკის გოგონებში, ამაში სანერვიულო არაფერია, რადგან ეს მოგვარებადია და იმაზე, რისი გამოსწორებაც შეიძლება ნერვიულობა არ ღირს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს.
თქვენ გვწერთ, რომ თანატოლებს არ სურთ თქვენთან მეგობრობა. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. გვწერთ იმასაც, რომ ამხანაგებისგან დაცინვას გრძნობთ. ხომ არ აჭარბებთ და თავადვე ხომ არ ცდილობთ  ამხანაგების გამოხედვაში დამცინავი მზერის დაჭერას? თუდაც ასე იყოს, მერე რა მოხდა, თუ ზოგიერთი თავნება და ცინიკოსი ადამიანი ცდილობს დაგცინოთ, გვერწმუნეთ, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მიუთითებს. თქვენ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ხომ გაგიგონიათ `ძაღლი იყეფებს, იყეფებს და გაჩერდებაო~. თუ ადამიანი კეთილია, არ არის ეჭვიანი, არ არის უსაფუძვლოდ კრიტიკული, არის ლმობიერი და შემწყნარებელი,  ის უმეგობროდ არ დარჩება, უბრალოდ მოთმინებაა საჭირო. შეეცადეთ იურთიერთოთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენნაირი ინტერესები აქვთ ცხოვრებაში, დაახლოებით თქვენნაირი მსოფმხედვეობა აქვთ. ნუ დაისახავთ მიზნად მათთან დამეგობრებას, ვინც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. რასაკვირველია არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ადამიანი თქვენი უერთგულესი მეგობარი გახდეს, მაგრამ ეს ცხოვრების მიზნად არ უნდა გაიხადოთ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თქვენს ასაკში ხშირად (მითუმეტეს მორცხვებს) უნდებათ ხოლმე ე.წ. `ლიდერ თანატოლებთან~ მეგობრობა, რათა ამით მოხდეს საკუთარი სიმორცხვის (კომპლექსის) კომპენსაცია და ამ მეგობრის დახმარებით ყურადღების ცენტრში მოქცევა მოხერხდეს. ეს თქვენ არ გარგებთ, ეს თქვენ ნერვიულობის გადა არაფერს მოგიტანთ. თქვენ უნდა იპოვოთ თქვენი მსგავსი (გვერწმუნეთ ასეთი ადამიანი ბევრი იქნება თქვენს ირგვლივ, მაგრამ ამას კარგი დაკვირვება სჭირდება) მეგობარი. გარდა ამისა,  შეეცადეთ, კარგად ისწავლოთ (რათა თქვენი საქმის პროფესიონალი გახდეთ) და ზოგადი განათლება აიმაღლოთ (იკითხეთ წიგნები ხელოვნებაზე - მხატვრობა, დრამატურგია, კინოხელოვნება), იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა _ ქართველი და უცხოელი კლასიკოსების წიგნები, გაეცანით თანამედროვე ლიტერატურასაც. განათლებული ადამიანი ყოველთვის საინტერესო პიროვნებაა და მასთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებას ანიჭებს. შეგიძლიათ თქვენს გარეგნობაშიც შეიტანოთ თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება. ასევე, იყავით ყოველთვის სუფთად, კოხტად და მოწესრიგებულად ჩაცმული.
ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – უნდა იპოვნოთ საკუთარი ადგილი, უნდა მიაგნოთ საქმეს ან გარემოს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დაძლიოთ ეჭვი, რომელიც საკუთარი თავის მიმართ გაგიჩნდათ. დედას კი თხოვეთ, უფრო კორექტულად მოგმართოთ და გულთან ახლოს მიიტანოს თქვენი ფსიქოლოგიური პრობლემა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად