რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ბავშვობიდანვე მკლავებზე მაქვს წვრილად დახორკლილი კანი, არასდროს მიცდია მალამოს გამოყენება, იქნებ მირჩიოთ რომელი მალამო წავისვა მათ გასაქრობად?
პასუხი
- როგორც წესი, ხორკლების გაჩენის მიზეზი კანის სიმშრალეა. ადამინის კანი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის 20%-ს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში ზედაპირიდან ორთქლდება დღეში 300-400 მლ წყალი. თუ ეპიდერმისიდან იმაზე მეტი რაოდენობის წყლის აორთქლება ხდება, ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, მაშინ ვითარდება კანის სიმშრალე. კანის დაბალი ტენიანობის შემთხვევაში სერიოზულად ირღვევა მისი ფუნქცია, კერძოდ, ხდება კოლაგენური და ელასტიკური სტრუქტურების დეგენერაცია. კანის სიმშრალე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია არასასურველი კლიმატური პირობები (ძალიან მშრალი ჰაერი. მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა. კონდიცირება) და კანის არასწორი მოვლა. გარდა ამისა კანის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ზოგმა დაავადებამ (ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა, დიაბეტმა და სხვა) ან იგი ზოგი წამლის გერდითი ეფექტი შეიძლება იყოს. ზოგს კანის სიმშრალე ჰორმონული ცვლილებების ფონზე უვითარდება. მშარალი კანის შემთხვევაში მგომარეობის გაუარესებას იწვევს: ძალიან ცხელი წყლით ბანაობა, ჩვეულებრივი საპნის გამოყენება, ძალიან ძლიერი კოსმეტიკური საშუალება, გარუჯვა. უნდა გითხრათ, რომ ტანის კანი, სახის კანის მსგავსად მოვლას საჭიროებს, მითუმეტეს თუ მშრალი და ხორკლიანი კანი გაქვთ. გირჩევთ ჩვეულებრივი საპონი შეცვალოთ თხევადი საშუალებით (მაგალითად ბანაობის დროს გამოიყენეთ შხაპის გელი მშრალი კანისთვის). იგი უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს, ასევე მუდმივად გამოიყენეთ ტანის მკვებავი ბალზამი,. ბანაობის შემდეგ ტანის გამშრალებისთანავე წაისვით ტანის დამატენიანებელი კრემი. პერიოდულად მიიღეთ სამკურნალო (სალბის, გვირილის, ორკბილას) აბაზანები. ერიდეთ მზეს, მიიღეთ ვიტამინები ან პოლივიტამინური კომპლექსი.