რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 24 წლის, სულ მიოფლიანდება ხელები და ფეხებიც, ერთმა ექიმმა მითხრა ჯირკვლები გექნება შენ გადიდებულიო, დამტანჯა ამ ოფლიანობამ, რამე მირჩიეთ რა.. რა ვქნა? რა დავლიო ვისთან მივიდე.. სულ მუდმივად ოფლიანი მაქვს სიცივეშიც სიცხეშიც
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა. - პირველ რიგში გირჩევთ ენდოკრინოლოგთან ვიზიტს ფარისებრი ჯირკვლის გამოსაკვლევად, ასევე უნდა გამოირიცხოს ვეგეტონევროზი. როგორც დერმატოლოგი გირჩევთ, ბოროზინის ტალკს (ესპანურია) და იონტოფორეზს.
აუ მეც ეგრე ვარ ზუსტად .. ოღონდ ბავშვობიდან მაწუხებს ხელის იღლიების და ფეხების ოფლიანობა. საკმარისია ოდნავ ვინერვიულო და სიცხეშიც ვიცი ძალიან როცა ცხელა.დავიტანჯე საშინელება რა