პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზის დროს ინიშნება შამპუნი ფრიდერმი კუპრით, (და არა თუთიით ანუ ცინკით), წასასმელად გირჩევთ ელოკომის და დიპროსალიკის ლოსიონს (შემთხვევათა უმრავლესობაში ეფექტურია). იდაყვებზე წაისვით ადვანტანი ან დერმოვეიტის მალამო. გახსოვდეთ, რომ ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, ანუ ახასიათებს რემისიებისა და გამწვავებების მონაცვლეობა.