პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე თქვენს მეგობარს სოკოვანი დაავადება აქვს. ვურჩევ, წაისვას კანდიბენეს ხსნარი 4-5 დღე 2-ჯერ დღეში, შემდეგ იხმაროს ზალაინის მალამო 2 კვირა 2-ჯერ დღეში. დასლევად გამოიყენოს მიკოფლუ 50 მგ 1 აბი ერთჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში. აუცილებელია თეთრეულის დეზინფექცია (გამოხარშვა და უთო), თქვენს მეგობარს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ქისა და პირსახოცი.