პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
- არის თუ არა ეს კონდილომები უნდა დადგინდეს უშუალოდ დათვალიერების დროს. ხშირად ამგვარი რამ გვხვდება ხოლმე ასოს თავის ირგვლივ, თუ წარმონაქმნები ყველა ერთი ზომისაა, ეს სრულებითაც არ არის კონდილომები. კონდილომები, თუ მრავლადაა მიმოფანტული, სხვადასხვა ზომის უნდა იყოს.