- ვარ 18 წლის ბიჭი ... სქესობრივი აქტის დროს,... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

17-06-2010

- ვარ 18 წლის ბიჭი ... სქესობრივი აქტის დროს, თუ სწორედ ვამბობ, მალე განვიცდი ორგაზმს... და ეს პრობლემა ძალიან მაწუხებს, გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რამე ან ამიხსნათ რისი ბრალია, უკვე კომპლექსი და შიში გამიჩნდა

პასუხი


პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის  უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.

- დიახ, ეს დიდი დისკომფორტი და პრობლემაა და მისი სახელია ნაადრევი ეაკულაცია. მკურნალობა მდგომარეობს ასოს თავის მგრძნობელობის შემამცირებელ მალამოებში.
რაც შეეხება ნაადრევ ეაკულაციას, ეს ძალზედ მძიმე დაავადებაა როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს. რა თქმა უნდა ამ მცირე პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია მიაღწიო პარტნიორის დაკმაყოფილებას.
ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის გამო იკარგება მრავალი თვე და წელი, და ეს ყველაფერი აიხსნება ინფექციებით, პროსტატიტით და ა.შ. შესაბამისად შედეგი თითქმის არ არის.
სინამდვილეში ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად მკურნალობა გულისხმობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე. გარდა ამისა ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება.
სპეციალური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3 – 13-ჯერ. მკურნალობის ეფექტი ჩნდება 1 – 2 კვირის თავზე, ხოლო შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში.

კომენტარები
20 ივნისი 2014 22:44
და იქნებ გვითხრათ მაზის სახელი?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად