პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
- სამწუხაროდ, ამგვარი პრობლემები ხშირია, მე აუცილებლად შევისწავლიდი თქვნი მეუღლის ჰორმონალურ ფონს (საინტერესოა ასევე რით და რა სქემებით მკურნალობდით). ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ სპერმოგრამის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ 50 – 80%-ში 3 – 12 თვის განმავლობაში. შედარებით ხშირად უმჯობესდება სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარი, ნაკლებად მათი რაოდენობა და მორფოლოგია.