პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
- კი, მუდმივი მასტურბაცია ხშირად განაპირობებს ამგვარ პრობლემემბს, რადგან ხელს უწყობს შეგუბებით პროცესს მცირე მენჯში და კერძოდ, პროსტატაში.
ახლა რაც შეეხება ნაადრევ ეაკულაციას, ეს ძალზედ მძიმე დაავადებაა როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს. რა თქმა უნდა ამ მცირე პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია მიაღწიო პარტნიორის დაკმაყოფილებას.
ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის გამო იკარგება მრავალი თვე და წელი, და ეს ყველაფერი აიხსნება ინფექციებით, პროსტატიტით და ა.შ. შესაბამისად შედეგი თითქმის არ არის.
სინამდვილეში ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად მკურნალობა მდგომარეობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნაში, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე. გარდა ამისა ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებული არის სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება.
სპეციალური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3 – 13 ჯერ. მკურნალობის ეფექტი ჩნდება 1 – 2 კვირის თავზე, ხოლო შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში.