კიდევ ერთი დეტალი გამომრჩა, ეხლა რაც აქ წერია ეს ... | ანდროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ანდროლოგია

კატეგორია - ანდროლოგია

16-06-2010

- კიდევ ერთი დეტალი გამომრჩა, ეხლა რაც აქ წერია ეს მოგწერეთ 2 დღის წინ და ბოლოს მივაწერ კიდევ რა პრობლემა აქვს ჩემს ქმარს. ჩემს მეუღლეს დაუდგინეს ვარიკოცელე. არის 27 წლის. არ აქვს გადატანილი არავითარი დაავადება. მათ შორის არც ყბაყურა. გაიკეთა ოპერაცია და გვითხრეს, რომ შესაძლებელია 79 დღეში გამოჩნდეს სპერმატოზოიდები. 2 წლის მანძილზე მკურნალობდა და მკურნალობის შედეგად იწევდა სპერმატოზოიდები 30-40 %მდე. თუმცა მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ აღარ იყო სპერმატოზოიდები. ბოლო მკურნალობის შემდეგ აღარაფერი გამოჩნდა ანალიზში და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ვარიკოცელე ჰქონდა. გაიკეთა ჟორდანიაში ოპერაცია, 2 თვე არ არის ჯერ. ძალიან გთხოვთ, იქნებ მიპასუხოთ, რამდენად არის შესაძლებელი რომ სპერმატოზოიდები გამოჩნდეს? სხვა მამაკაცებში რამდენად არის დადებითად დამთავრებული შედეგები? (აი ეს დეტალი გამომრჩა) ვარიკოცელესთან ერთად გაიკეთა ჩემმა მეუღლემ კიდევ ერთი ოპერაცია - "ბიოფსია". თავი დავიზღვიეთ, იქნებ ამ ვარიკოცელემ არ გვიშველოს და ხელოვნურს მაინც გავიკეთებდით. ბიოფსიის შედეგად ამოიღეს 5 მილიონი სპერმატოზოიდი და გავყინეთ. იქნებ მიპასუხოთ, ძალიან გთხოვთ, ეს კიდევ ერთხელ მაძლევს იმის იმედს, რომ გაკეთებული ოპერაციის (ვარიკოცელე) შემდეგ უნდა მქონდეს იმედი, რომ სპერმატოზოიდები გამოჩნდება? წინასწარ დიდი მადლობა. ვლოცულობ რომ ყველაფერი კარგად იყოს, რომ მომავლის რწმენა დამიბრუნდეს.

პასუხი
- უნდა დაელოდოთ ექიმების მიერ მითითებული ვადის გასვლას, რათა დადგინდეს სპერმატოზოიდების არსებობა, წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია. უარეს შემთხვევაშიც კი თქვენი მდგომარეობა არ არის უიმედო – თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ექსტრაკოპრორალური განაყოფიერება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად